სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი ჩხაიძესა და დირექტორ თემურ მახარაძესთან ერთად მოაწყვეს მოკლე ექსკურსი თეატრის ტერიტორიაზე. სტუმრებმა მოინახულეს თეატრის სცენა, დარბაზი, სახელოსნო, სარეპეტიციო, საგრიმიორო, საზაფხულო სცენა, ისტორიული აივანი, ახალგახსნილი თეატრალური სტუდია.

სტუმრები აღფრთოვანდნენ თეატრის მიზანმიმართული მუშაობითა და ტემპით. ბრიტანელმა სტუმრებმა გაგვიწიეს რეკომენდაციები დაგეგმილ გასვლით ტრენინგთან დაკავშირებით.

დელეგაციის წევრები გახლდათ : მაია დარჩია – ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამის მენეჯერი. თეონა ბერიძე – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. ნიკ დოდსი – წამყვანი ბრიტანელი ექსპერტი, FEI – Festivals and Events International საერთაშორისო ფესტივალებისა და ივენთების აღმასრულებელი დირექტორი. ვალ ბირჩოლი – ბრაიტონის და ჰოუვის ქალაქის საბჭოს, ხელოვნების, კულტურის და ტურიზმის პროგრამის დირექტორი. ქეროლაინ მიბი – ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამის რეგიონალური დირექტორი. ჰოლი სმით ჩარლზი – გლოსტერის კულტურის სამეურვეო საბჭოს ახალი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.