ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის „წერილი ჯერალდინას“  სცენიური ვერსია  წარმოდგენილია  ამავე  სახელწოდების  წერილზე  დაყრდნობით. ჩაპლინისა  და  ჯერალდინას ურთიერთობა  გადმოცემულია მხატვრული, შეთხზული ფორმით, თუმცა  დოკუმენტურ  მასალაზე  დაყრდნობით. ჩაპლინი ამ  სპექტაკლის  მონაწილე, თანაავტორი და კომპოზიტორია. კინოხერხებით, ორი თოჯინითა  და  ოთხი მსახიობის  დახმარებით კიდევ  ერთხლ  გადაავლებს  მაყურებელი თვალს  ჩარლის  ცხოვრებას  და შემოქმედებას, იხილავს  მისი მოღვაწეობის  ცნობილ  დეტალებს და  ამასთანავე , სრულიად  ახალ , უცნობ (შეთხზულ, ჩვენეულ)  ვერსიასაც  გაეცნობა.  პარტერში  მსხდომ  მოზარდებს, შევეცდებით მხატვრული, მსუბუქი ფორმით  გავუგზავნოთ  ჩარლის „ წერილი   ჯერალდინას“.